სკოლა ეტალონის მისია

ა(ა)იპ სასწავლო აღმზრდელობითი და ზოგადსაგანმანათლებლო სამეცნიერო ცენტრ ,,ეტალონის” მისიაა:

   ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით მოსწავლეებს მივაწოდოთ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლება,რომელიც ეფუძნება ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს,ჯანსაღი ცხოვრების,დემოკრატიისა და თანასწორობის პრინციპებს.

   გავაძლიეროთ ინტელექტუალური შემოქმედებითი და პრაქტიკული შესაძლებლობები მოსწავლეებში და ხელი შევუწყოთ ამ პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობას.

   სწავლა-სწავლება არის სკოლის უპირველესი პრიორიტეტი.

   ჩვენი მიზანია:

 

*ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება.

 

*ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა.

 

*ტექნოლოგიური და სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად  გამოყენება.

 

*განუვითაროს მოზარდს პირად, ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამოუკიდებელ გადაწყვეტილებათა მიღების უნარ-ჩვევები.

 

*მოსწავლის შესძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება და რეალიზება.

 

*აღიზარდოს კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

 

სკოლის ამოცანაა:

 

    

      *შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი თვისებებისა თუ მიდრეკილებების გამოსავლენად და გასავითარებლად.

      *შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობები იმისათვის,რომ მან სწორად აირჩიოს თავისი მომავალი განვითარების გზა.