შეფასების პრინციპები ეტალონი 2011–2012

                               2016წლის  12 სექტემბერი. 

 დამტკიცებულია პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე(ოქმი#1)

                                                                              სკოლის დირექტორი:                                  /თ.ქარჩავა/

 

2016-2017 სასწავლო  წელი

შეფასების  პრინციპები

განმავითარებელი   და  განმსაზღვრელი  შეფასება

ა(ა) იპ სასწავლო ღმზრდელობითი და ზოგადსაგანმანათლებლო სამეცნიერო ცენტრ „ეტალონის“ შეფასების  მიზანია   სწავლა/სწავლების   ხარისხის  მართვა,  რაც   გულისხმობს  ერთის  მხრივ,  სწავლის  ხარისხის  გაუმჯობესებას,  ხოლო  მეორე  მხრივ  სწავლის   ხარისხის  გაკონტროლებას.  პირველი  დაკავშირებულია  სწავლის  პროცესთან,  მეორე–შედეგთან.  სკოლაში  გამოიყენება  ორი  ტიპის  შეფასება:  განმსაზღვრელი  და  განმავითარებელი.

1. განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლის ხარისხს, ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში. განმსაზღვრელ შეფასებაში იწერება ქულა.

2. განმავითარებელი შეფასება აკონტროლებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასებისას გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიტყვიერი კომენტარი, რჩევა-დარიგება, დაკვირვების ფურცელი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემა და სხვ.

             დაწყებითი  საფეხურის  I-IV  კლასებში  სკოლა   იყენებს  მხოლოდ  განმავითარებელ  შეფასებებს,  კერძოდ,  ცოდნის  ათვისების,  ან  უნარის  განვითარების   ეტაპების   გამომხატველ   4  დონეს:  ფლობს   სრულყოფილად,  ფლობს  უმეტესწილად,  ფლობს  ნაწილობრივ,   ვერ  ფლობს.  ფლობის  დონეებით  შედგენილი   შეფასების  ან   თვითშეფასების  სქემები   მასწავლებელსაც   და  მოსწავლესაც  საშუალებას  აძლევს,  დინამიკაში  დაინახოს  კონკრეტული  ცოდნის  თუ  უნარის  ათვისების  პროცესი.

აკადემიური მიღწევის დონეები და შეფასების სისტემა

1. მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით ხუთი დონის მიხედვით.

2. I-IV კლასებში მოსწავლე არ ფასდება ქულებით. ამ კლასებში სემესტრის ბოლოსა და წლის ბოლოს კლასის დამრიგებელმა, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უნდა დაწეროს მოკლე, შემაჯამებელი წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს გავარჯიშება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად.

3. V-VI  კლასებში  მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით.

4. V-VI კლასებში საგანში ”სპორტი” მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.

 

 საგნის სემესტრული ქულის შემადგენელი კომპონენტები

1. სემესტრის მანძილზე მოსწავლეები ფასდებიან შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით:

ა) საშინაო დავალება;

ბ) საკლასო  დავალება;

გ) შემაჯამებელი დავალება.

2. შეფასების სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს.

3. საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება. 

4. შემაჯამებელი დავალების კომპონენტში აუცილებელია განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება.

5. ეროვნული სასწავლო გეგმა თითოეული საგნისათვის განსაზღვრავს სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალურ რაოდენობას. ამ კომპონენტით შეფასებისას:

ა) სტანდარტის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, აუცილებელია შემაჯამებელი დავალების მრავალგვარი ფორმისგამოყენება(თხზულება, მოხსენება, რეფერატი,პროექტი, საველე-გასვლითი სამუშაო, , სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში და სხვ.);

ბ) მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს კლასში ჩატარებული ყველა შემაჯამებელი დავალება (ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი სავალდებულო მინიმუმი და სკოლის მიერ დამატებით დადგენილი, ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში);

გ) თუ მოსწავლე არ შეასრულებს რომელიმე შემაჯამებელ სამუშაოს გაცდენის გამო, სკოლა ვალდებულია, მისცეს მას გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის საშუალება. შემაჯამებელი აღდგენითი სამუშაოს ვადები და მისი ჩატარების ფორმა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით;

განმსაღზვრელ  შეფასებაში  იწერება  ნიშანი.

განმავითარებელი  შეფასების  გამოყენება   განსაკუთრებით  მაშინაა  მიზანშეწონილი,  როდესაც   მოსწავლე  ახალი  ცოდნის/უნარების  შეძენის  საწყის  ეტაპზეა.  ამ  დროს  შეცდომების  დაშვება,  მათი  აღმოჩენა–გაანალიზება  სასწავლო  პროცესის  განუყოფელი  ნაწილია.

 

                                                    შემაჯამებელი  დავალების  კომპონენტი

შემაჯამებელი  დავალების  კომპონენტი  უკავშირდება  სწავლა–სწავლების  შედეგს.  ამ  კომპონენტში  უნდა  შეფასდეს   ერთი  სასწავლო  მონაკვეთის  (თემა,  თავი,  პარაგრაფი,  საკითხი)  შესწავლა–დამუშავების შედეგად  მიღწეული  შედეგები. კონკრეტული  სასწავლო  ერთეულის    დასრულებისას  მოსწავლემ  უნდა  შეძლოს  სტანდარტით  განსაზღვრული  ცოდნისა  და  უნარების  წარმოჩენა.  შესაბამისად,  შემაჯამებელი  დავალებები  უნდა  აფასებდეს  შესაბამისი  საგნის  სტანდარტით  განსაზღვრულ  შედეგებს.

  სემესტრის  მსვლელობისას  ჩატარებული  შემაჯამებელი   შეფასების  შემდეგ  რეკომენდებულია  კომენტარების  დაწერა  მათთვის,  რომლებმაც    აუცილებლად  უნდა  გამოასწორონ  საკუთარი  შედეგები  რათა სემესტრული  შეფასება  ჰქონდეთ  დადებითი.  ასევე,  შეიძლება  დაიწეროს  კომენტარი,   თუ  მოსწავლემ  წინა  შეფასებასთან  შედარებით  მნიშვნელოვნად  გააუმჯობესა  თავისი  მოსწრება.  ამის  აღნიშვნა  მნიშვნელოვან  სტიმულს  მისცემს  მოსწავლეს  იმისათვის,  რომ  სწავლის  ხარისხი  სემესრტის  ბოლომდე  შეინარჩუნოს.

 

                                შემაჯამებელი  დავალებების  სავალდებულო  მინიმალური რაოდენობა

     სასწავლო  წლის  მანძილზე  სემესტრების  განმავლობაში  ჩასატარებელ  შემაჯამებელ  დავალებათა  სავალდებულო  რაოდენობაა.  (იხ.  დანართი   ცხრილის  სახით)

 

ქართული  ენა  ლიტერატურა

N

კლასი

I სემესტრი

II სემესტრი

1

V

3

5

2

VI

3

5

 

 

მათემატიკა

 

N

კლასი

I სემესტრი

II სემესტრი

1

V

4

6

2

VI

4

6

 

 

ბუნებისმეტყველება–ბიოლოგია

N

კლასი

I სემესტრი

II სემესტრი

1

V

3

4

2

VI

3

4

 

 

სახვითი და გამოყენებითი  ხელოვნება

N

კლასი

I სემესტრი

II სემესტრი

1

V

2

3

2

VI

2

3

 

 

ინგლისური  ენა

N

კლასი

I სემესტრი

II სემესტრი

1

V

4

4

2

VI

4

4

 

 

ისტორია

N

კლასი

I სემესტრი

II სემესტრი

1

V

2

3

2

VI

2

3

 

 

მუსიკა

N

კლასი

I სემესტრი

II სემესტრი

1

V

2

2

2

VI

2

2

 

მეორე  უცხო  ენა  (რუსული)

N

კლასი

I სემესტრი

II სემესტრი

1

V

2

3

2

VI

2

3


ისტ

N

კლასი

I სემესტრი

II სემესტრი

1

V

2

3

2

VI

2

3

 

თითოეული  შემაჯამებელი  დავალება  ფასდება   კონკრეტული  ნიშნით.  მოსწავლე  ვალდებულია  შეასრულოს  კლასში  ჩატარებული  ყველა  შემაჯამებელი  დავალება.  თუ  მოსწავლე  არ  შეასრულებს  შემაჯამებელ  სამუშაოს  გაცდენის  გამო,  მოსწავლეს  მიეცემა  საშუალება  გაცდენილი  შემაჯამებელი  დავალებების  აღდგენა.  შემდეგი  წესით:  აღდგენითი  სამუშაო  ინიშნება  გაცდენილი  შემაჯამებელი დავალებიდან არაუგვიანეს  2  კვირის  ვადაში, სემესტრის  მსვლელობისას. თუ  მოსწავლეს  თავისი  ფიზიკური  მდგომარეობის    გათვალისწინებით  არ  შეუძლია  სკოლაში  გამოცხადება,  მაშინ  მშობლის  მოთხოვნისა  და  სათანადო  ჯანმრთელობის  ცნობის  საფუძველზე  სკოლა  უზრუნველყოფს  აღდგენითი  სამუშაოს  ჩატარებას  ბავშვის  ადგილმდებარეობის  გათვალისწინებით  (საავადმყოფო,  სახლი).

 

 

                                                                  შეფასება  და  გაცდენები

 

თუ   V-VI კლასის  მოსწავლემ  სემესტრის  განმავლობაში  გააცდინა  კონკრეტული  საგნისთვის   ერთი  სასწავლო  წლის  მანძილზე  დათმობილი საათების  ¼  და  მეტი,  მაგრამ  ½–ზე  ნაკლები,  მის  სემესტრულ  ნიშანს  დააკლდება  20%.  თუ  მოსწავლეს  არ  აკმაყოფილებს  მიღებული  ნიშანი,  მას  მიეცემა  საშუალება,  გავიდეს  სკოლის  მიერ  ორგანიზებულ  სემესრტულ    გამოცდაზე.

 

                                                                            გამოცდის  ტიპები

 

სკოლაში  ტარდება  შემდეგი  ტიპის  გამოცდები:

  • წლიური (სასწავლო  წლის დამამთავრებელი)  გამოცდა VIკლასში.
  • საშემოდგომო  გამოცდა;
  • V-VI  კლასებში  გაცდენების  შედეგად  სკოლის  დირექტორის  მიერ  გამოცემული  ინდივიდუალურ–სამართლებრივი  აქტით  საგნების  დასაძლევად  ჩატარებული  გამოცდა  (განრიგისა  და  დროის  მითითებით).

              

                                                             წლიური  გამოცდა

 

სასწავლო  წლის დამამთვრებელი  გამოცდა  სკოლის  მიერ  ინიშნება VI კლასში   შემდეგ  საგნებში:

  • მშობლიური  ენა  და  ლიტერატურა;
  • მათემატიკა;
  • პირველი  უცხო  ენა;

 

 

 

                                             საშემოდგომო  გამოცდა

თუ  მოსწავლემ  ვერ  გადალახა  კონკრეტულ  საგანში/საგნებში  სკოლის  მიერ  განსაზღვრული  ბარიერი,  ინიშნება  საშემოდგომო   გამოცდა  შესაბამის  საგანში/საგნებში. საშემოდგომო  გამოცდების  ჩატარების  პროცედურა  სკოლის  მიერ  განისაზღვრება  შემდეგნაირად:

  • დირექტორის  ინდივიდუალურ–სამართლებრივი  აქტის  საფუძველზე  განისაზღვრება  გამოცდის თარიღი,  შედგება  საგნის/საგნების  საგამოცდო კომისია   (კომისიაში  შესაძლებელია   მშობელთა  სათათბიროს წარმომადგენლის შეყვანაც);
  • კომისიის  შემადგენლობა  განისაზღვრება კომისიის  თავმჯდომარით, საგნის პედაგოგით  და  კიდევ  ერთი  წევრით;
  • დამრიგებელი  ვალდებულია  გამოცდების  განრიგის  შესახებ  აცნობოს მშობელს;
  • ბარიერგადაულახავ  მოსწავლეებს   წინასწარ   მიეწოდებათ  იმ  საკითხების ჩამონათვალი, რომელიც სავალდებულოა მინიმალური ზღვრის გადასალახად;
  • სასწავლო  წლის  დასრულებიდან  2 კვირის  მანძილზე  (ყოველდღიურად) სკოლა უწევს კონსულტაციებს  მოსწავლეებს  იმ საგანში/საგნებში, რომლებშიც მათ  ვერ  გადალახეს  სკოლის  მიერ  დადგენილი  ბარიერი;
  • გამოცდის ტიპი – წერითი;
  • დგება  შეფასების  უწყისი, რომელსაც ხელს  აწერს  კომისია სრული შემადგენლობით;
  • თუ  კომისიის  რომელიმე წევრს  განსხვავებული  აზრი  აქვს,  იგი უფლებამოსილია  თავი  შეიკავოს  ხელის  მოწერისაგან,  ამ  შემთხვევაში  იგი ვალდებულია  თავისი   განსხვავებული   აზრი   წერილობითი   ფორმით დაურთოს  უწყისს.

 

ნიშნების  გამოანგარიშების  წესი

საგნის სემსტრული ნიშნის გამოანგარიშების წესი:

მოსწავლის  მიერ  სემესტრის  განმავლობაში  სამივე  კომპონენტში  მიღებული  ნიშნების  ჯამი  უნდა გაიყოს  მიღებული  ნიშნების  რაოდენობაზე.

მიღებული  ქულა  უნდა  დამრგვალდეს  მთელის სიზუსტით.  (მაგალითად  6,15  მრგვალდება  6-მდე, 8,5  მრგვალდება  9-მდე).  იმ  შემთხვევაში,  თუ  მოსწავლეს  არა  აქვს  შესრულებული  ყველა შემაჯამებელი  დავალება,  მისი  სემესტრული  ნიშნის  გამოსაანგარიშებლად  სამივე  კომპონენტში მიღებული  ნიშნების  ჯამი  უნდა  გაიყოს  მიღებული  ნიშნების  და  შეუსრულებელი  შემაჯამებელი დავალებების  რაოდენობის  ჯამზე.

 

 

 

სემესტრული ნიშანი

კომპონენტები

მიღებული ნიშნები

ნიშნების რაოდენობა

საშინაო

8,10

2

საკლასო

8,9,8

3

4

––––

2 შესრულებული +2

 

შემაჯამებელი

შემაჯამებელი

––––

შეუსრულებელი

შემაჯამებელი

სულ 4

7

ჯამი

60 ქულა

9 ნიშანი

სემესტრული ნიშნის გამოთვლა

60:9=6,7=7

 

 

 

საგნის წლიური ნიშანი:

საგნის  წლიური  ნიშანი  მრგვალდება  მთელის  სიზუსტით  (მაგალითად,  7,25  მრგვალდება  7-მდე, 9,5  მრგვალდება  10–მდე)

 

საერთო წლიური ნიშანი

საერთო  წლიური  ნიშანი  გამოითვლება  საფეხურის  ფარგლებში  მოსწავლის  კლასიდან  კლასში გადაყვანის  მიზნებისთვის.  საერთო  წლიური  ნიშანი  ერთი  ნიშნით  უნდა გამოიხატებოდეს. ამ ნიშნის გამოთვლა ხდება შემდეგი ფორმულით:  ვკრებთ  ეროვნული  სასწავლო  გეგმით გათვალისწინებული  ყველა  სავალდებულო  საგნის  წლიურ  ნიშანს  და ჯამს ვყოფთ ნიშნების  საერთო  რაოდენობაზე. საერთო  წლიური  ნიშანი  მრგვალდება  მეათედის  სიზუსტით (მაგალითად, 7,14 მრგვალდება 7,1–მდე, 8,15 მრგვალდება 8,2–მდე, ხოლო 9,27 მრგვალდება 9,3–მდე). აღნიშნულიდან  გამონაკლისს  წარმოადგენს  შემთხვევა,  როდესაც  ნიშანი,  რომელიც  მეტია 5,0–ზე და  ნაკლებია 5,1–ზე  მრგვალდება  5,1–მდე.

 

 

საფეხურის საერთო ნიშანი

საფეხურის  საერთო  ნიშანი  გამოითვლება  იმავე  პრინციპით,  რომლითაც  ითვლება  საერთო წლიური  ნიშანი,  ანუ  ვაჯამებთ  საფეხურის  მანძილზე  ნასწავლი  საგნების  ყველა  წლიურ ნიშანს და  ვყოფთ  ნიშნების  საერთო რაოდენობაზე.  საფეხურის  საერთო ნიშანი  მრგვალდება  მეათედის  სიზუსტით (მაგალითად, 6.55 მრგვალდება 6.6–მდე, 7.58 მრგვალდება 7.6–მდე, ხოლო 9.43 მრგვალდება 9.4–მდე).  აღნიშნულიდან გამონაკლისს  წარმოადგენს  შემთხვევა,  როდესაც  ნიშანი,  რომელიც  მეტია 5.0–ზე მრგვალდება 5.1–მდე.  

 

 

კლასიდან  კლასში  გადასაყვანი  და  საფეხურის  დაძლევის  ბარიერის  განსაზღვრა

კლასიდან  კლასში  გადასაყვანი  საერთო  წლიური  ქულად  დადგინდეს  5.1  (დამრგვალებით).

იმისათვის  რომ  საგანი  დაძლეულად  ჩაითვალოს, მინიმალურ  ბარიერად  დადგინდეს  5.0  ქულა.

დაწყებითი  საფესური  დაძლეულად  ჩაითვლება,  თუ  მოსწავლის  საერთო  საფეხურის  ნიშანი  (დამრგვალების შემდეგ)  იქნება  არანაკლებ  5.1–ისა,  რაც  აძლევს  მას  საბაზო  საფეხურზე  სწავლის  გაგრძელების  უფლება.