სკოლა ეტალონის გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა

ა(ა)იპ სასწავლო აღმზრდელობითი და ზოგადსაგანმანათლებლო სამეცნიერო ცენტრ„ეტალონის“განვითარების სტრატეგიული გ ე გ მ ა
2016/17–2022/2023 სასწავლო წლებზე

წარმოდგენილი სკოლის დირექტორის მიერ

2016 წლის სექტემბერში

დამტკიცებულია სკოლის დირექტორის მიერ

 

 

 

სტრატეგიული განვითარების გეგმა 

ეფუძნება საქართველოს კანონს "ზოგადი განათლების შესახებ"

შესავალი:

 

ა(ა) იპ სასწავლო აღმზრდელობითი და ზოგადასაგანმანათლებლო სამეცნიერო ცენტრი „ეტალონი“ (შემდგომში სკოლა ეტალონი) დაფუძნებულია თამარ ქარჩავას მიერ .საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2006წლის  30 ოქტომბერს გაცემული ლიცენზიით . ბრძანება#    მიენიჭა პირველი საფეხურის ზოგადსგანმანათლებლო საქმიანობის სპეციალური ლიცენზია.

სკოლა დამოუკიდებლად ახორციელებს  საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას; დაწყებით  საფეხურზე, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.

წარმოდგენილი სტრატეგიული გეგმა განსაზღვრავს სკოლის განვითარების ძირითად მიმართულებას რომელიც ემყარება:  საქართველოს კონსტიტუციას,  „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, სკოლის შიაგანაწესს, ეროვნული სასწავლო გეგმას, ბავშვთა უფლებების კონვენციას, სხვა ნორმატიულ აქტებს და მიზნად  ისახავს  ზოგადი  განათლების ეროვნული  მიზნებით  დასახული ამოცანების შესრულებას.

პრეამბულა

სკოლის მისია, მიზანი და ამოცანა:

სკოლის მისიაა:

   ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით მოსწავლეებს მივაწოდოთ თანამედროვე  მოთხოვნების შესაბამისი განათლება , რომელიც ეფუძნება ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო

ღირებულებებს , ჯანსაღი ცხოვრების, დემოკრატიისა და თანასწორობის პრინციპებს.

გავაზლიეროთ ინტელექტუალური, შემოქმედებითი და პრაქტიკული შესაძლებლობები მოსწავლეებსი და ხელი შევუწყოთ ამ პროცესსი სასკოლო საზოგადოების ჩართულობას.

სწავლა –სწავლება არის სკოლის უმთავრესი პრიორიტეტი.

;

სკოლის  მიზანია: 

*ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება.

*ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა.

*ტექნოლოგიური და  სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება.

*განუვითაროს მოზარდს პირად ,ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამოუკიდებელ გადაწყვეტილებათა მიღების უნარ ჩვევები.

*მოსწავლის შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება და რეალიზება.

*აღიზარდოს კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

 

სკოლის  ამოცანაა: შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი ინტელექტუალური, პიზიკური და სულიერი თვისებებისა თუ მიდრეკილებების გამოსავლენად და გასავითარებლად.

შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობები იმისათვის, რომ სწორად აირჩიოს თავისი მომავალი განვითარების გზა.

დადგენილ ვადაში გაიაროს ავტორიზაცია.

I. ინფორმაცია  სკოლის  შესახებ: 

I. სკოლის დირექტორი:

1.  სკოლის დირექტორს ნიშნავს სკოლის დამფუძნებელი.

2. სკოლის დირექტორი წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

3. სკოლის დირექტორი:

ა)  ზედამხედველობს სკოლის ადმინისტრაციას;

ბ) ზედამხედველობს და მართავს სკოლის სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს.

გ) ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს სკოლის დამფუძნებელთან შეთანხმებით, ანაწილებს მოვალეობებს სკოლის ადმინისტრაციაში.

დ) კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით დადგენილი წესით დებს გარიგებებს სკოლის სახელით;

ე) ამტკიცებს საშტატო განრიგს, მოქმედი კანონმდებლობით წყვეტს სკოლის ადმინისტრაციის, პედაგოგის და სხვა მომსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-განთავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხებს;

ვ) მოქმედი კანონმდებლობისა და სკოლის  წესდების შესაბამისად, აგრეთვე დამფუძნებლის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად განკარგავს სკოლის ქონებას და საფინანსო სახსრებს;

ზ) დამფუძნებლის თანხმობით უფლებამოსილია საფინანსო რესურსების არსებობის შემთხვევაში დანიშნოს ხელფასის დანამატი, გასცეს პრემიები, ჯილდოები, ფინანსური დახმარებები;

თ)  ხელს აწერს სკოლის საფინანსო დოკუმენტაციას;

ი) უფლებამოსილია სკოლის დამფუძნებლის თანხმობით, სკოლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაამყაროს კავშირი (მათ შორის უცხოეთის) დაწესებულებებთან.

კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.

4. თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში დირექტორი გამოსცემს ბრძანებებს.

5. დირექტორი პასუხისმგებელია დამფუძნებლის წინაშე სკოლის საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზაციაზე. სკოლს მატერიალური და ფინანსური სახსრების განკარგვის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე.

6. დირექტორის არყოფნის, მის მიერ თავის მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობებს მისი მითითებით ასრულებს დირექტორის მოადგილე სასწავლო ნაწილის დარგში.

V. პედაგოგთა რაოდენობა:  (2016/2017„ სასწავლო წლის მდგომარეობით)

ა) ძირითადი  – 13

ბ) შეთავსებით  – 0

გ) უმაღლესი განათლებით – 13

დ) საშუალო სპეც.განათ. – 0

ე)  მათ შორის ქალი – 13

ვ) მათ შორის სერთიფიცირებული – 0

VI. სკოლის დირექცია: დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში:

1. სასწავლო ნაწილის გამგეს ნიშნავს (ათავისუფლებს) დირექტორი.

2. დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში პასუხისმგებელია სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესზე.

3. სასწავლო ნაწილის გამგე ახორციელებს დირექტორის უფლებამოსილებას პედაგოგიურ კოლექტივსა და მოსწავლეებზე.

4. კოორდინაციას უწევს კათედრის თავმჯდომარეების მუშაობას.

5. სასწავლო ნაწილის გამგე უშუალოდ წარმართავს სასწავლო პროცესს. ადგენს გაკვეთილების ცხრილს, საჭიროების შემთხვევაში არეგულირებს მას.

6. აკონტროლებს სასწავლო დისციპლინების სწავლებას, ზრუნავს სწავლების ხარისხისა და ეფექტიანობის ამაღლებისათვის, აანალიზებს ცალკეული სასწავლო დისციპლინების სწავლების მდგომარეობას.

7. უზრუნველყოფს მასწავლებელთა მომარაგებას მეთოდური ლიტერატურით და სხვადასხვა საჭირო პროგრამებით.

8. ზრუნავს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, მეთოდურ დახმარებას უწევს ახალგაზრდა მასწავლებლებს, ატარებს ღონისძიებებს მათი პედაგოგიური და მეთოდური დახელოვნებისათვის.

9. ორგანიზაციას უკეთებს მასწავლებელთა, მოსწავლეთა და მშობელთა მორიგეობას.

10. ხელმძღვანელობს გამოცდების და ტესტირებების ორგანიზებულად ჩატარებას. დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს საგამოცდო კომისიების შემადგენლობას.

 

VIII სკოლის ბუღალტერი

ბუღალტერს ევალება:

ა) სკოლაში შემოსასვლელი და შემოსული თანხების ამოღება-კონტროლი;

ბ) საბანკო ოპერაციების წარმოება;

გ) ურთიერთობა საგადასახადო სამსახურთან;

დ) ხელფასის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;

ე) სემესტრის ბოლოს ფინანსური ანგარიშის მომზადება.

IX. სკოლის პედაგოგიური საბჭო:

ა) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და

 ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმას;

ბ) დირექტორთან  შეთანხმებით ამტკიცებს სახელმძღვანელოების ნუსახას;

X. სასკოლო სასწავლო გეგმა:

ა) სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება ხდება ეროვნულ სასწავლო გეგმაზე  დაყრდნობით;

ბ) სასკოლო სასწავლო გეგმა დგება ყოველი სასწავლო წლის დადგომამდე. მისი დამტკიცება ხდება პედაგოგიური საბჭოს მიერ ახალი სასწავლო წლის დადგომამდე, არაუგვიანეს შვიდი კალენდარული დღისა;

XI. უმთავრესი ინდიკატორები:

ა) მოსწავლეთა მოზიდვა და შენარჩუნება;  ყოველი სასწავლო წლის დადგომამდე პირველი კლასის დაკომპლექტება;

ბ) მოსწავლეთა ჩართულობა;

გ) მაღალკვალიფიცირებულ პედაგოგთა მოზიდვა და შენარჩუნება;

დ)  სწავლების თანამედროვე  მეთოდების განუხრელად დანერგვა;

ე) დამწყები პედაგოგებისათვის პროფესიულ ზრდაში ხელის შეწყობა;

ვ) განათლების ხარისხზე განუხრელი ზრუნვა;

ზ) ობოლ და სოციალურად დაუცველ მოსწავლეებზე განუხრელი ზრუნვა და მათზე ფინანსური შეღავათების დაწესება;

თ) არაკომპეტენტური და სააღმზრდელო ფუნქციების ვერ შემსრულებელი პედაგოგებისათვის, მდგომარეობის გამოსწორების მიზნით გონივრული ვადის  დაწესება და პროგრესის  მიუღწევლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების  გაუქმების საკითხის დაყენება;

ი) მასწავლებელთა მონიტორინგის განხორციელება სწავლების ხარისხის მხრივ. (კათედრების   ანალიზის, მოსწავლეთა  და მშობელთა გამოკითხვის საფუძველზე);

კ) სადამრიგებლო საქმიანობის გამართული ფუნქციონირება (მშობლებთან ურთიერთობა  ინფორმაციების რეგულარულად დაჯამება, საკლასო კედლის  გაზეთის შექმნის  უზრუნველყოფა);

XII. სკოლის  წარმატების განმსაზღვრელი ხუთი ფაქტორი:

ა) სასწავლო გეგმა;

ბ) უსაფრთხო გარემო;

გ) დასახული მიზნის შესრულება;

დ) თანამშრომლეთა კოლეგიალობა და პროფესიონალიზმი;

ე) მშობლების ჩართულობა;

XIII. განათლების ხარისხის ზრდის  განვითარების სტრატეგია, საფეხურების მიხედვით:

I. დაწყებითი საფეხურის უმთავრესი ამოცანებია; შეუქმნას  მოსწავლეს  საფუძველი  სწავლისათვის,  ინტელექტუალური,  ფიზიკური,  სულიერი  თვისებების  გამოვლენა- განვითარებისთვის  და  ინფორმაციისა  და  უნარ-ჩვევების  დამოუკიდებლად   მოპოვების საფუძვლების ჩამოყალიბებისათვის.  რაც  მიიღწევა  შემდეგი  პირობების  განხორციელების  შემთხვევაში:

ა) ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარება (კითხვა, ანგარიში, მეტყველება,  გადმოცემის უნარი, უცხო და ტექნიკური (ასაკის შესაფერისი) სიტყვებისა და ტერმინების ცოდნა;

ბ) სასწავლო პროცესის პერმანენტული დახვეწა, სასწავლო თვალსაჩინოებების ფართოდ  გამოყენება, მათ შორის  ასაკის შესაბამისი  კომპიუტერული პროგრამების ათვისება.  მოსწავლეებთან როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური მუშაობა,  მოსწავლეთა წახალისება-შექება. დავალების არასათანადოდ ან/და  შეუსრულებლობის  შემთხვევაში შენიშვნის მიცემა ეთიკის ფარგლებში. კატეგორიულად იკრძალება, როგორც ფიზიკური დასჯა ასევე სიტყვიერი დამცირება;

გ) მჭიდრო კავშირის ქონა მშობლებთან - ინდივიდუალური საუბრები, კრებები, რჩევების მიცემა და ასევე მიღება;

დ) მშობლებთან დიფერენცირებული ურთიერთობა (ძნელად აღსაზრდელი  ბავშვი,  სოციალურად დაუცველი ოჯახი, ინკლუზივი ბავშვი, შემოქმედებითი ნიჭით  დაჯილდოვებული;

XIV. სასწავლო - აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზება:

ა) საგნების მიხედვით,  სასკოლო-სასწავლო გეგმის პერმანენტულად სრულყოფა და სწორი ფორმით რეალიზება;

ბ) საგნობრივ დისციპლინათა დაახლოება - ინტეგრაცია. ინტეგრირებული გაკვეთილების  ჩატარება;

გ) ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობა.

დ) სასწავლო-შემეცნებითი შიდასასკოლო ღონისძიებები .

ე) ერთიანი საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცის განვითარება.

XV. ფიზიკურად  და  ფსიქიკურად  ჯანმრთელი  თაობის ჩამოყალიბებისათვის ხელის შეწყობა:

ა)  ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრების საქმეში, სკოლასა და ოჯახს შორის  კოორდინირებული მუშაობა;

ბ) შემეცნებით-საგანმანათლებლო ექსკურსიების მოწყობა;

XVI. აღზრდის სისტემა, უსაფრთხო გარემო და სასკოლო დისციპლინა:

ა) ეფუძნება ურთიერთგაგებისა და მოვალეობის პრინციპებს, მოსწავლისთვის სკოლა არ   უნდა აღიქმებოდეს როგორც სასჯელი;

ბ) პედაგოგი ვალდებულია შეაყვაროს მოსწავლეს თავისი საგანი;

გ) მოსწავლის მიერ დისციპლინარული გადაცდომის შემთხვევაში, მას აუცილებლად უნდა  განემარტოს თუ რატომ დაედო ესა თუ ის სასჯელი და რომ ის არ არის უსამართლობის  მსხვერპლი;

დ) სკოლის აღჭურვა ვიდეო სათვალთვალო კამერებით (დერეფნები და გარე პერიმეტრი)

ე) დაცვის სამსახურის გაფართოება;

ვ) სადისციპლინო ხაზით პრევენციული ზომების მიღება;

ზ) სასწავლო კორპუსებში, დაუკითხავად გარეშე პირების არ დაშვება;

თ) სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობა;

XVII. საკადრო საკითხი:

ა) სკოლა  ზრუნავს პედაგოგიური პოტენციალის ხარისხობრივ ზრდაზე;

ბ) კვალიფიცირებული კადრების მოზიდვაზე;

გ) ვაკანტური ადგილების კონკურსის წესით შევსებაზე;

XVIII. პროფესიული განვითარება და პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება:

ა) მზადება მასწავლებელთა ერთიანი სახელმწიფო სერთიფიცირებისათვის;

ბ) პროფესიული განვითარებისათვის ბიუჯეტში ყოველწლიურად თანხების გათვალისწინება. 

XIX სკოლის ვებ-გვერდის გამართული მუშაობა 

XX. მშობლებსა და სკოლას შორის პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება:

ა) კლასის ხელმძღვანელების პერმანენტული ურთიერთობა მშობლებთან;

ბ) სასკოლო ღონისძიებებში მშობლების აქტიური ჩართვა;

გ) ყოველი სასწავლო წლის დამდეგისათვის ახლადჩარიცხულ პირველკლასელების   მშობლებთან დირექციის შეხვედრა;

დ) დაინტერესებულ მშობელთა მონაწილეობა სახელმძღვანელოების შერჩევაში;

ე) ღია საჩვენებელი გაკვეთილების გამართვა მშობლებისათვის;

XXI. კლასგარეშე მუშაობის უზრუნველყოფა და მიმართულებები;

  1. სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიები;
  2. ცნობილ  საზოგადო მოღვაწეებთან შეხვედრები;
  3. უმაღლესი სასწავლებლების მიერ სკოლის მოსწავლეებისათვის ჩატარებულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
  4. სკოლებს შორის გამართულ სასპორტო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა;
  5. მოსწავლეთა თვითშემოქმედების გატანა სკოლის გარეთ:

ა) დამრიგებლების ჩართულობა და როლი კლასგარეშე ღონისძიებებში;

ბ) მშობელთა გააქტიურება კლასგარეშე ღონისძიებებში;

XXII. სკოლის  ბიუჯეტი:

  1. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ვაუჩერული დაფინანსების გახარჯვა მოხდეს    გონივრულად;
  2. გამოირიცხოს თანხების არამიზნობრივი ხარჯვა;
  3. სკოლის ბიუჯეტის შევსებაში მნიშვნელოვანი როლი დაეკისროს არასაბიუჯეტო  შემოსავლებს .

XXIII. მატერიალურ -ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიება:

ა) კომპიუტერებისა და წიგნადი ფონდის განახლება

ბ) დონორი ორგანიზაციების მოძიება;

XXIV.  სკოლის კეთილმოწყობა და სარემონტო სამუშაოები:

ყოველი სასწავლო წლის დამდეგისათვის გარემონტდეს სასწავლო კორპუსი;

XXV. სამეზობლო და რეგიონალურ სკოლებთან პარტნიორულ ურთიერთობების დამყარება:

ა) ამუშავდეს გაცვლითი პროგრამა რეგიონალურ სკოლებთან .

ბ) პარტნიორ სკოლებს შორის მოხდეს ურთიერთგამოცდილების გაზიარება;

გ) სამეზობლო სკოლებთან თანამშრომლობის გააქტიურება. სასკოლო-სასწავლო  პროექტების შემუშავებაში ურთიერთთანამშრომლობა.

XXVI. განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების განუხრელი შესრულება;

XXVII. მოსალოდნელი შედეგები:

ზემოთ წარმოდგენილი გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შესრულება, სკოლა  საშუალებას მისცემს წარმატებით გაართვას თავი ურთულეს ამოცანას და გახდეს ავტორიზებული და აკრედიტებული სასწავლო დაწესებულება.