სკოლა ეტალონის-შინაგანაწესი

ბრძანება N





ა(ა)იპ სასწავლო აღმზრდელობითი და ზოგადსაგანმანათლებლო სამეცნიერო ცენტრ”ეტალონის”შინაგანაწესისა და

ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ

 

 

 

ა(ა)იპ“ეტალონის”მიერ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მოწესრიგების, აგრეთვე დასახული მიზნებისა და ამოცანების კანონშესაბამისად განხორციელების მიზნით

ვბრძანებ:

 

1. დამტკიცდეს თანდართული ა(ა) იპ “ეტალონის” შინაგანაწესი~ (დანართი N1);

 

2. დამტკიცდეს თანდართული ა(ა)იპ “ეტალონის”ეთიკის კოდექსი (დანართი N2);

 

3. დანართი N1-ისა და დანართი N2-ის შესაბამისად დამტკიცებული შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსის განთავსება მოხდეს სასწავლებლის შენობებში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;

 

4. ა(ა) იპ “ეტალონის” მიერ, დაინტერესებულ პირებთან საგანმანათლებლო მომსახურებისა და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებისას, უზრუნველყოფილ იქნეს მოსწავლეების, მოსწავლეთა მშობლებისა/კანონიერი წარმომადგენლებისა და დაწესებულებაში დასაქმებული პირების მიერ შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსის გაცნობა;

 

5. ბრძანება ამოქმედდეს 2016-2017 სასწავლო წლის დასაწყისიდან.

 

 

 

დირექტორი /თამარ ქარჩავა/

 

 

 

დანართი N1

შინაგანაწესი



თავი I. ზოგადი დებულებები

 

 

მუხლი 1. შინაგანაწესის რეგულირების სფერო

1. ა(ა)იპ`ეტალონის~ (შემდგომში _ `სკოლა~) შინაგანაწესი განსაზღვრავს სკოლის შრომის განაწესს, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს, შესასრულებლად სავალდებულო სხვა ნორმებს და მოიცავს შემდეგ სფეროებს:

ა) შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობების მოწესრიგება;

ბ) წესრიგისა და შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;

გ) სკოლის სასწავლო პროცესში მონაწილე პირთა ქცევა, ეთიკური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;

დ) პერსონალისა და მესამე პირების უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის ხელშეწყობა, მათი კანონიერი ინტერესების გამოხატვა და დაცვაე) პერსონალისათვის სამუშაოს უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების შექმნა;

ვ) წამახალისებელი და დისციპლინური ღონისძიებების გამოყენება.

2. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლაში დასაქმებულ პირთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს.

3. სკოლაში დასაქმებულ პირთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება განისაზღვროს შინაგანაწესისაგან განსხვავებული პირობები.;

 

 

მუხლი 2. შინაგანაწესის მოქმედება, სუბიქტებ

1
. შინაგანაწესის მოქმედება ვრცელდება სკოლის სასწავლო პროცესის მონაწილე პირებზე, მიუხედავად მათი თანამდებობრივი და სამართლებრივი მდგომარეობისა, აგრეთვე შრომითი ხელშეკრულების ფორმისა და ხანგრძლივობისა.

2.
შინაგანაწესის სუბიექტებს წარმოადგენენ სკოლის სასწავლო პროცესის მონაწილე პირები.

3.
სკოლაში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ორიენტირებულია თავისუფალი პიროვნებისაღზრდაზე, ეფუძნება მოსწავლისა და მასწავლებლის უფლებებისა და ღირსების დაცვას. სკოლა მოსწავლეს აძლევს ყველა შესაძლო საშუალებას თავისი ნიჭის, უნარის, შესაძლებლობების განვითარებისა და სრულად გამოვლენისათვის.

4.
მოსწავლესა და მშობელს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამების განხილვაში, პროგრამის შესაბამისად აირჩიონ სწავლების პროფილი, წარუდგინონ სკოლას წინადადებები და მოსაზრებები ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, რა დროსაც ევალებათ მოქმედი შინაგანაწესის ნორმების განუხრელი დაცვა.

 

 

მუხლი 3. შინაგანაწესის სავალდებულო ძალა

1. შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა სკოლის სასაწავლო პროცესის მონაწილე ყველა პირისათვის.

2. პერსონალი სპეციალობის, კვალიფიკაციისა და თანამდებობის გათვალისწინებით, გარკვეული სამუშაოს შესრულების, შრომის ხელშეკრულების პირობების დაცვის ვალდებულების გარდა, ასევე ვალდებულია, სპეციალური მითითების გარეშე, დაიცვას წინამდებარე შინაგანაწესი და ყველა სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც მის საქმიანობას ეხება და უკავშირდება სამსახურებრივ ადგილს.

3. სასწავლო პროცესის მონაწილე პირების მიერ შინაგანაწესის მოთხოვნათა დარღვევა იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას.

 

თავი II. შრომითი ურთიერთობები სკოლის პედაგოგებთან

 

მუხლი 9. სკოლის პედაგოგთა დასაქმება

1. პედაგოგი სკოლაში საქმდება პირადი განცხადების საფუძველზე, სადაც მიეთითება საკონტაქტო რეკვიზიტები და ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი.

2. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტის ასლები:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

ბ) შესაბამისი განათლებისა და პროფესიული მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტები;

გ) კადრების აღრიცხვის ფურცელი (CV) ან დასასაქმებელი პირის მონაცემების თაობაზე სკოლის მიერ შემუშავებული შევსებული ფორმა;

დ) ჯანმრთელობის ცნობა;

ე) ნასამართლობის ცნობა.

3. კადრების შერჩევას ახორციელებენ სექტორის (საგანმანათლებლო საფეხურის) ხელმძღვანელები სათანადო დოკუმენტაციის შესწავლისა და გასაუბრების საფუძველზე. შერჩეულ პირთა კანდიდატურები წარედგინება დირექტორს გადაწყვეტილების მისაღებად.

4. სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით პედაგოგთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება.

5. პედაგოგის დასაქმებისას სკოლა ვალდებულია გააცნოს მას სკოლის წესდება და შინაგანაწესი, აგრეთვე ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი შრომის, ტექნიკური და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების, ბავშვთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ.

6. სკოლაში დასაქმებულ თითოეულ პედაგოგზე იხსნება პირადი საქმე, რომელშიც ინახება პედაგოგის მიერ წარდგენილი დოკუმენტები.

 

მუხლი 10. პედაგოგის ანაზღაურება

1. პედაგოგის შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებით, გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

2. ხელფასის გაიცემა თვეში ერთხელ.

 

მუხლი 11. სამუშაო დრო

1. სამუშაო დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც პერსონალი ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლება-მოვალეობანი.

2. სკოლაში დაწესებულია ხუთდღიანი სამუშაო კვირა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

3. ყოველდღიურად სამუშაო დღე იწყება 08:45 საათიდან. სკოლის სასწავლო რეჟიმი ეფუძნება გაკვეთილების ცხრილს, დღის რეჟიმს და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. პედაგოგის კონკრეტული სამუშაო დრო განისაზღვრება მისი დატვირთვის (ნაწილობრივი, სრული) მიხედვით

4. სრული დატვირთვის შემთხვევაში პედაგოგის სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 25 საათს.

5. პედაგოგი ვალდებულია სამუშაო ადგილზე გამოცხადდეს გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრე.

6. დაუშვებელია პედაგოგის მიერ გაკვეთილების ცხრილის თვითნებურად შეცვლა..

 

 

მუხლი 12. დასვენების დრო

1. სკოლაში დასაქმებულ პირებსა და მოსწავლეებს გარანტირებული აქვს დასვენების დროით სარგებლობა.

2. დასვენების დროდ განსაზღვრულია ორი დასვენების დღე (შაბათი, კვირა) კვირაში და შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეები.

მუხლი 13. შესვენების დრო

1. პერსონალსა და მოსწავლეებს უფლება აქვთ სამუშაო დღის განმავლობაში ისარგებლონ შესვენებით.

2. შესვენება არ შედის სამუშაო დროში და პერსონალი მას იყენებს თავისი შეხედულების შესაბამისად. დროის ამ შუალედში მას ეძლევა სამუშაოს შესრულების ადგილიდან წასვლის უფლება.

 

მუხლი 14. სამსახურში გამოცხადებისა და სამუშაო ადგილიდან წასვლის წესი

სკოლის პერსონალი ვალდებულია დააფიქსიროს სამუშაოზე მისი გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების ფაქტები სკოლაში საამისოდ გამოყოფილ ადგილას სარეგისტრაციო აპარატის/ჟურნალის მეშვეობით. აღნიშნული ნორმის დაცვა ასევე სავალდებულოა უქმე და დასვენების დღეებში მუშაობის შემთხვევაშიც. სარეგისტრაციო აპარატში/ჟურნალში დაფიქსირებულ მონაცემებზე კონტროლს ახორციელებს სექტორის ხელმძღვანელი.

 

მუხლი 15. სამუშაოზე დაგვიანება

1. სამუშაოზე დაგვიანებად მიიჩნევა პერსონალის მიერ სამუშაო დროს სამუშაო ადგილზე დაგვიანებით გამოცხადება.

2. სისტემატურ დაგვიანებად ჩაითვლება პერსონალის მიერ სამუშაო ადგილზე არასაპატიო მიზეზით (ზედიზედ) ხუთჯერ დაგვიანებით გამოცხადება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.

 

მუხლი 16. პერსონალის მიერ გაცდენილი სამუშაო დროის საპატიოდ ან არასაპატიოდ ჩათვლა

1. სამუშაოზე დაგვიანება და სამუშაო დროის სხვა სახის გაცდენა საპატიოდ ჩაითვლება, თუ სკოლის დირექტორი (ან სხვა უფლებამოსილი პირი) დააკმაყოფილებს პერსონალის ზეპირ ან წერილობით თხოვნას დაგვიანების საპატიოდ ჩათვლის თაობაზე. ამ მიზნით, შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია დაგვიანებისთანავე თავის დაქვემდებარებაში მყოფ პერსონალს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებითი ბარათის წარმოდგენა.

2. სკოლის ადმინისტრაცია ყოველი თვის არა უგვიანეს 10 რიცხვისა, ახდენს სარეგისტრაციო აპარატის/ჟურნალის მონაცემების ანალიზს და აწვდის შესაბამისი სექტორის ხელმძღვანელს. ეს უკანახკნელი, მის ხელთ არსებული მონაცემებისა და ადმინისტრაციის მასალების შეჯამების შედეგებს გაცდენილი სამუშაო საათების შესახებ წარუდგენს სკოლის დირექტორს შემდგომი რეაგირებისათვის.

3. სამუშაოზე არასაპატიო მიზეზით დაგვიანების ან/და სამუშაოს არასაპატიოდ გაცდენის შემთხვევებში, დირექტორი ან სხვა უფლებამოსილი თანამდებობის პირი უფლებამოსილია გამოიყენოს დადგენილი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

4. სამუშაოზე არასაპატიოდ დაგვიანებად და სამუშაოს არასაპატიოდ გაცდენად არ ჩაითვლება პერსონალის მიერ სამუშაო დროს სამსახურებრივი მოვალეობების სკოლის შენობის გარეთ შესრულება, რაც გამოწვეული იყო შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკით და აღნიშნულის თაობაზე ეცნობა უშუალო ხელმძღვანელს ან სხვა უფლებამოსილ პირს. პერსონალი ინფორმაციას სამუშაო დროს სამსახურებრივი მოვალეობების სკოლის შენობის გარეთ შესრულების შესახებ სკოლის დირექტორს ან უშუალო ხელმძღვანელს წარუდგენს მოთხოვნისთანავე.

5. გაცდენილი სამუშაო დრო, არასაპატიოდ ჩათვლის შემთხვევაში, არ ანაზღაურდება.

მუხლი 17. წინასწარ ცნობილი ან უცნობი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა

1. წინასწარ ცნობილი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, პერსონალი ვალდებულია, წინასწარ მიმართოს უშუალო ხელმძღვანელს შემდგომში სამსახურში არყოფნის მიზეზების, სავარაუდო პერიოდის, მის მიერ გადაუდებლად შესასრულებელი სამუშაოს მითითებით და ითხოვოს ამ ხნის განმავლობაში სამსახურებრივი ვალდებულებებისაგან დროებით გათავისუფლება. აღნიშნულის თაობაზე, უშუალო ხელმძღვანელი ინფორმაციას აწვდის დირექტორს ან სხვა უფლებამოსილ თანამდებობის პირს.

2. სამუშაოდან დროებით გათავისუფლების თხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პერსონალი ვალდებულია ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს სამსახურებრივი საქმიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება არასაპატიო მიზეზით სამუშაოს გაცდენად.

3. წინასწარ უცნობი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, პერსონალი ვალდებულია, შესაძლებლობის ფარგლებში, დაუყოვნებლივ სიტყვიერად (ტელეფონით) აცნობოს უშუალო უფროსს გამოუცხადებლობის მიზეზი, სავარაუდო პერიოდი და ინფორმაცია მის მიერ დაუყოვნებლივ შესასრულებელი სამუშაოს შესახებ, გამოცხადების შემდეგ კი, მოთხოვნის შემთხვევაში, უმოკლეს დროში წარუდგინოს მას მოხსენებითი ბარათი. აღნიშნულის შესახებ ხელმძღვანელი ინფორმაციას აწვდის უფლებამოსილ თანამდებობის პირს. შესაძლებელია ჩაითვალოს საპატიოდ

მუხლი 18. პედაგოგიური პერსონალის სამსახურში გამოცხადების რეგულირების წესები და გამოუცხადებლობის შედეგები

1. პედაგოგიური პერსონალი სასწავლო პროცესს წარმართავს დადგენილი `გაკვეთილების ცხრილის~ Dდა `დღის რეჟიმის~ შესაბამისად. პედაგოგის მიერ აღნიშნული ცხრილით დადგენილი სამუშაო გრაფიკის ერთჯერადი ან გარკვეული პერიოდით შეცვლა დაუშვებელია. გაკვეთილზე პედაგოგის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, გაკვეთილს ატარებს შემცვლელი პედაგოგი.

2. პედაგოგიური პერსონალის მიერ მეცადინეობის გაცდენის თითოეულ ფაქტზე სექტორის ხელმძღვანელი ადგენს წერილობით ოქმს, რომელშიც ფიქსირდება პედაგოგის სახელი და გვარი, სექტორის დასახელება, გაცდენილი საგაკვეთილო მეცადინეობა (საათი) და გადაეცემა დისციპლინურ კომიტეტს.

3. სექტორის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, პედაგოგი ვალდებულია ერთი კვირის ვადაში წარმოადგინოს განმარტება მეცადინეობის გაცდენის მიზეზების შესახებ.

4. პედაგოგიური პერსონალი ვალდებულია უზრუნველყოს თითოეული საპატიო მიზეზით გაცდენილი მეცადინეობის აღდგენა მიმდინარე სემესტრის განმავლობაში.

5. გაკვეთილების ცხრილით გათვალისწინებულ საათებში მოსწავლეთა გამოუცხადებლობის შემთხვევაში, პედაგოგის მიერ გაკვეთილის გაცდენა ჩაითვლება საპატიოდ, თუ იგი ყოველი საგაკვეთილო კურსის პირველი 20 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა საკლასო ოთახში.

 

მუხლი 19. პერსონალის ვალდებულებები თანამდებობიდან გათავისუფლების, სამსახურებრივ მივლინებაში ან შვებულებაში გასვლის დროს

1. პერსონალი ვალდებულია თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანების გაცნობიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში უზრუნველყოს სამსახურთან დაკავშირებული და მისთვის მინდობილი დოკუმენტაციის (შესაბამისი ელექტრონული ვერსიების ადგილსამყოფელის მითითებით) და მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული ქონების, მათ შორის მის სახელზე რიცხული სამუშაო ოთახის გასაღების მისი შემცვლელი პირისათვის ან აღნიშნული პირის არარსებობის შემთხვევაში, სხვა პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა.

 

მუხლი 20. დროებითი შრომისუუნარობა

1.შესაძლებელია დროებითი შრომისუუნარობის გამო პედაგოგს მიეცეს დახმარება დროებითი შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე.

2. პედაგოგმა ავადმყოფობისას სკოლაში უნდა წარმოადგინოს სამედიცინო დაწესებულების მიერ შესაბამისი ფორმით დამოწმებული დოკუმენტი, რის საფუძველზეც გაცდენილი დღეები ჩაითვლება საპატიოდ და ანაზღაურდება.

3. იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგი არ გამოცხადდა სკოლაში, არ წარმოადგინა განცხადება და სამედიცინო დაწესებულების მიერ შესაბამისი ფორმით დამოწმებული დოკუმენტი, პედაგოგს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი, თუმცა გაცდენილი დღეები ჩაითვლება არასაპატიოდ და არ ანაზღაურდება.

4. ანაზღაურების გარეშე შვებულებისა და შრომითი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში დროებითი შრომისუუნარობის დაწყების შემთხვევაში დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ანაზღაურების ათვლა ხდება იმ დღიდან, როცა პედაგოგი უნდა შედგომოდა მუშაობას.

 

მუხლი 21. პერსონალის უფლებები

1. პერსონალი, გარდა ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული შრომითი უფლებებისა, სარგებლობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს შრომის კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი ყველა სხვა უფლებით.

2. ორსულებს, მეძუძურ დედებს და ქალებს, რომლებსაც ჰყავთ მცირეწლოვანი ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი შვილი, დროებით შრომისუუნარო პირებს და პირებს, რომლებიც სამუშაოს უთავსებენ სწავლას, აგრეთვე სხვა კატეგორიის პერსონალს, პერსონალის მართვის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის ან სხვა უფლებამოსილი თანამდებობის პირი მიერ, მათივე წერილობითი და დასაბუთებული განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, მიეცეთ შინაგანაწესისაგან განსხვავებული შეღავათიანი პირობებით სარგებლობის უფლება.

 

თავი III. პერსონალისა და მოსწავლეთა მიერ ეთიკური და

ზნეობრივი ნორმების დაცვის ვალდებულება

 

 

მუხლი 22. პერსონალის ვალდებულებები ეთიკური და ზნეობრივი ნორმების დაცვის სფეროში

1. პერსონალი ვალდებულია პატივი სცეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს.

2. პერსონალის საქმიანობასთან შეუთავსებელია ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან პერსონალისა და სკოლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად მისი ჩადენის ადგილისა.

3. დაუშვებელია სამუშაო ადგილზე მთვრალ მდგომარეობაში გამოცხადება.

4. `საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად, სკოლის შენობასა და მის ტერიტორიაზე მოწევა აკრძალულია. ამ შეზღუდვის დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობისა და სკოლაში დადგენილი წესის შესაბამისად.

5. მოქალაქეებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისას პერსონალი ვალდებულია დაიცვას ეთიკური და ზნეობრივი ნორმები, გააცნოს საკუთარი თავი და დაკავებული თანამდებობა, იყოს ყურადღებიანი და ზრდილობიანი.

6. სკოლის პერსონალი ვალდებულია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მის ზემდგომ ან ქვემდგომ თანამდებობის პირს, თანამშრომელს, მის ხელთ არსებული საშუალებებით აღმოუჩინოს აუცილებელი დახმარება სამსახურებრივ საკითხებზე.

7. პერსონალი ვალდებულია, როგორც სამსახურებრივი ურთიერთობისას, ისე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, არ გაავრცელოს ან არასამსახურებრივი მიზნებისათვის არ გამოიყენოს სახელმწიფო, კომერციული და პირადი საიდუმლოება, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით.

8. პერსონალს აგრეთვე მოეთხოვება დაიცვას სხვა შეზღუდვები, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ გათვალისწინებულია სხვა სამართლებრივი აქტებით.

9. სკოლის მოსწავლე ვალდებულია დაიცვას და დაემორჩილოს წინამდებარე შინაგანაწესითა და მოსწავლეთა ქცევის კოდექსით გათვალისწინებულ პირობებს.

10. მოსწავლე ვალდებულია გაეცნოს მოსწავლის ქცევის კოდექსის ყველა პუნქტს და ხელი შეუწყოს სკოლაში მშვიდი და უსაფრთხო გარემოს შექმნას.

11. მოსწავლის ქცევის წესები და მათი დარღვევის შემთხვევაში დისციპლინური სახდელის დაკისრება რეგულირდება ამ შინაგანაწესითა და მოსწავლის ქცევის კოდექსით.

12. სკოლამ უნდა უზრუნველყოს მოსწავლეთა ქცევის კოდექსის ყველასათვის ხელმისაწვდომობა.

 

თავი IV. წახალისების ფორმები

 

მუხლი 23. წახალისების ფორმები

1.სკოლის პერსონალის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ერთჯერადი ფულადი ჯილდო;

გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვება;

დ) თანამდებობრივი სარგოს თანრიგის ამაღლება.

2. სწავლებასა და აღზრდაში წარმატებებისა და მუშობაში მოპოვებული სხვა მიღწევებისათვის პედაგოგის მიმართ გამოიყენება შემდეგი სახის წახალისებანი:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) პრემია ან ფულადი ჯილდო;

გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვება;

დ) სხვა.

3. სანიმუშო ყოფაქცევის, სწავლაში მიღწეული მაღალი შედეგების და სხვა საქმიანობაში მოპოვებული წარმატებისათვის, მოსწავლე ჯილდოვდება:

ა) სათანადო სიგელით (დიპლომით);

ბ) ერთჯერადი ფულადი პრემიით;

გ) სტიპენდიით გარკვეული ვადით;

დ) სხვა;

4. სკოლაში დასაქმებული პირებისა და მოსწავლეების მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.

5. წახალისება ცხადდება ბრძანებით, ეცნობება სკოლის მთელ კოლექტივს და შეიტანება პირად საქმეში.

 

თავი V. დისციპლინური გადაცდომა  

 

მუხლი 24. დისციპლინური გადაცდომა

1. სკოლის პერსონალის მიერ დისციპლინურ გადაცდომად ითვლება შემდეგი ქმედება:

ა) გაკვეთილის გაცდენა (გაუთვალისწინებელი შემთხვევისა და საპატიო მიზეზის გარდა);

ბ) გაკვეთილზე დაგვიანება (5 გაფრთხილების შემდეგ);

გ) მოსწავლის სიტყვიერი ან/და ფიზიკური შეურაცხყოფა;

დ) მოსწავლეზე ემოციური ან/და ფსიქოლოგიური ზეწოლა;

ე) დოკუმენტაციის (სილაბუსები, საკალასო ჟურნალი, შეფასება და სხვ.) უხარისხოდ წარმოება ან გამოუყენებლობა;

ვ) ეთიკური ნორმების დარღვევა;

ზ) დამატებითი სარგებლის მიღების სანაცვლოდ საკუთარი მოსწავლის მომზადება;

თ) არამეცნიერული შეხედულებების ან თეორიების, როგორც მეცნიერული თეორიის ან ფაქტის სწავლება;

ი) მოსწავლეთათვის საკუთარი შეხედულებების (პოლიტიკური, რელიგიური, სოციალური, ეთნიკური, გენდერული და სხვ.), ღირებულებებისა და ფასეულობების თავს მოხვევა;

კ) მოსწავლის პირად ცხოვრებაში ჩარევა;

ლ) მოსწავლის არაეთიკური ქცევისაკენ ბიძგება;

მ) მოსწავლისაგან ან მშობლისაგან ფულის მიღება;

ნ) სკოლისათვის შეუსაბამო ჩაცმულობა;

ო) სკოლის წესდებით, შინაგანაწესით, აგრეთვე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა;

პ) კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევა;

ჟ) მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევება დასჯის მიზნით.

 

თავი VI. შრომის დაცვის

ზოგადი ინსტრუქციები

 

 

მუხლი 25. შრომის დაცვა

შრომის დაცვაში იგულისხმება ტექნიკური, სანიტარულ-ჰიგიენური და სამართლებრივი ღონისძიებების ფართო სისტემა, რომელიც მიმართულია შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების უზრუნველსაყოფად.

 

მუხლი 26. სკოლის საქმიანობა შრომის დაცვის სფეროში

სკოლა ზრუნავს მასთან დასაქმებული პერსონალისათვის საქართველოს შრომის კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების შექმნაზე, ყველა სამუშაო ადგილის სათანადო ტექნიკურ მოწყობასა და იქ შრომის ისეთი პირობების შექმნაზე, როგორიც შეესაბამება შრომის დაცვის წესებს (უსაფრთხოების ტექნიკის წესები, სანიტარული ნორმები და ა.შ.).

 

მუხლი 27. პერსონალის ვალდებულებები შრომის დაცვის უზრუნველსაყოფად

პერსონალი ვალდებულია დაიცვას სკოლის საკუთრებასა თუ მფლობელობაში არსებული მანქანებითა და მექანიზმებით სარგებლობის დაწესებული მოთხოვნები, გამოიყენოს მისთვის მიცემული ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, შეასრულოს შრომის დაცვის ინსტრუქციები, რომლებიც ადგენენ სამუშაოთა შესრულებისა და სკოლის შენობაში ქცევის წესებს.

 

მუხლი 28. კონტროლი

შრომის დაცვის ინსტრუქციის ყველა მოთხოვნათა შესრულების მუდმივ კონტროლს ახორციელებს ადმინისტრაცია.

 

მუხლი 29. პასუხისმგებლობა შრომის დაცვის წესების დარღვევისათვის

შრომის დაცვის წესების დარღვევისათვის პერსონალს ეკისრება კანონმდებლობით დადგენილი დისციპლინური, ადმინისტრაციული, მატერიალური ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

 

თავი VII. ხელფასის გაცემის დრო და ადგილი

 

მუხლი 30. ხელფასის გაცემა

1. სკოლაში დასაქმებული პირებისთვის შრომის ანაზღაურება წარმოებს შრომის ოდენობისა და ხარისხის მიხედვით.

2. შრომის ანაზღაურება ხდება გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე.

მუხლი 31. ხელფასის გაცემის დრო

1. სკოლაში დასაქმებულ პირს ხელფასი ეძლევა თვეში ერთხელ, არაუგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა.

2. სკოლა იხსნის პასუხისმგებლობას საბანკო სისტემაში წარმოქმნილი მიზეზით ხელფასის გაცემის შეფერხებაზე და ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე.

მუხლი 32. ანაზღაურებადი შვებულების მიცემის წესი
1. დასაქმებულის შვებულებაში წასვლის უფლება წაროიშობა მუშაობის 11 თვის შემდეგ.

2. დასაქმებული შვებულებით სარგებლობის მოთხოვნით სკოლის დირექტორს მიმართავს წერილობითი განცხადებით. შვებულება ფორმდება სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

3. დასაქმებული ვალდებულია შვებულების დასრულებისთანავე დაუბრუნდეს სამუშაო ადგილს.

4. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება.

5. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი.

6. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის,მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო - 730 კალენდარული დღის ოდენობით.

თავი VIII. სამსახურებრივი საკითხების თაობაზე მიღებული

სამართლებრივი აქტების თანამშრომლებისათვის გაცნობის წესი

 

 

მუხლი 32. სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება

პერსონალის მიმართ სამსახურებრივ საკითხებზე ბრძანების გამოცემის უფლება აქვს სკოლის დირექტორს.

 

მუხლი 33. ინდივიდუალური ხასიათის ბრძანების გაცნობის წესი

სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება ინდივიდუალური ხასიათისაა და დაინტერესებულ პირს გადაეცემა პერსონალურად ან ფოსტის მეშვეობით, თუ კანონმდებლობით ან სკოლის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი. ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ბრძანების მიუღებლობის შემთხვევაში პირს უფლება აქვს, ყოველგვარი საზღაურის გადახდის გარეშე, სკოლაში მიიღოს ამ ბრძანების ასლი.

 

თავი IX. დასკვნითი დებულებანი

 

მუხლი 34. შინაგანაწესის ნორმების დადგენისა და გაცნობის წესი

1. შინაგანაწესს შეიმუშავებს სკოლის ადმინისტრაცია და ამტკიცებს სკოლის დირექტორი, სკოლის დირექციის წარდგინებით.

2. დამტკიცებამდე ერთი კვირით ადრე, შინაგანაწესის, აგრეთვე მასში შესატანი ცვლილების პროექტი წარედგინება სკოლის თანამშრომლებს მისი გაცნობის, აგრეთვე შენიშვნებისა და წინადადებების შეტანის მიზნით.

3. შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინება სავალდებულოა, თუ ისინი გამომდინარეობენ კანონიდან.

4. შინაგანაწესი გამოიკვრება სკოლაში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას. ამასთან, ადმინისტრაცია ვალდებულია სამსახურში მიღებისას პერსონალს გააცნოს იგი და ნებისმიერ დროს უზრუნველყოს დაინტერესებული პირისათვის მისი გაცნობის შესაძლებლობა.

 

მუხლი 35. შინაგანაწესის შესრულებაზე კონტროლი

სკოლაში დასაქმებული პირების მიერ შინაგანაწესის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს სექტორის ხელმძღვანელი.

 

მუხლი 36. პასუხისმგებლობა შინაგანაწესის დარღვევისათვის

პერსონალის მიერ შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, სკოლა უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს დადგენილი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

 

მუხლი 37. შინაგანაწესში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა

შინაგანაწესში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა და მათი ძალაში შესვლა წარმოებს დადგენილი წესით.

 

თავი X. სკოლის მოსწავლე

 

მუხლი 38. სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვის, კლასიდან კლასში გადაყვანისა და სკოლიდან დათხოვნის პირობები

1. სკოლის პირველ კლასში მიიღებიან ბავშვები, რომელთაც შეუსრულდათ ან მიმდინარე წელს უსრულდებათ სასკოლო ასაკი, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა.

2. კლასში მოსწავლეთა ჩარიცხვის მიზნით წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;

ბ) დაბადების მოწმობის დედანი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

გ) ბავშვის სამედიცინო ცნობა _ ფორმა N26;

დ) მშობელთა (კანონიერ წარმომადგენელთა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მათი ასლები;

ე) ორი ფოტოსურათი ზომით _ 3×4;

3. სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოსვლის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების გარდა წარმოდგენილ უნდა იქნეს:

ა) მოსწავლის პირადი საქმე;

ბ) მიმდინარე შეფასება;

გ) სკოლიდან ამორიცხვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი.

4. სკოლაში ჩარიცხულ ყველა მოსწავლეზე იხსნება პირადი საქმე, რომელშიც ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული დოკუმენტების გარდა დაცული უნდა იყოს:

ა) სკოლასა და მშობლის შორის დადებული ხელშეკრულება;

ბ) მოსწავლის აკადემიური მოსწრების და პედაგოგის დაკვირვების შედეგების ამსახველი დოკუმენტი.

5. მოსწავლის ჩარიცხვაზე მშობელს შეიძლება უარი ეთქვას სკოლის მოსწავლეთა დასაშვები კონტინგენტის გადაჭარბების საფრთხის არსებობის შემთხვევაში.

6. სკოლა ვალდებულია საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებისას მოსწავლესა და მის მშობელს გააცნოს სკოლის შინაგანაწესი და ეთიკის კოდექსი.