სკოლა ეტალონის თვითშეფასება


I. ინფორმაცია   დაწესებულების შესახებ

დაწესებულების  სახელწოდება: -ა(ა) იპ სასწავლო აღმზრდელობითი და ზოგადსაგანმანათლებლო სამეცნიერო  ცენტრი „ეტალონი“
ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმა: არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი

ავტორიზაციის მოპოვების შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის  სურვილია განახორციელოს:

 

   * დაწყებითი ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა;

  • საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა;
  • საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა;
  • პირველი საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
  • მეორე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
  • მესამე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;



                                    
საგანმანათლებლო დაწესებულების (გადასახადის გადამხდელის)
საიდენტიფიკაციო კოდი:220383608
                                                        
                                                    







II. დაწესებულების მისია
                                            
.......................................................................................................................................................................
........ ა(ა)იპ სასწავლო აღმზრდელობითი და ზოგადსაგანმანათლებლო სამეცნიერო ცენტრ ,,ეტალონის” მისიაა:
    ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით მოსწავლეებს მივაწოდოთ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლება, რომელიც ეფუძნება ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, ჯანსაღი ცხოვრების, დემოკრატიისა და თანასწორობის პრინციპებს.
    გავაძლიეროთ ინტელექტუალური შემოქმედებითი და პრაქტიკული შესაძლებლობები მოსწავლეებში და ხელი შევუწყოთ ამ პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობას.
        ჩვენი Mმიზანია:
*ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება.

*ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა.

*ტექნოლოგიური და სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად  გამოყენება.

*განუვითაროს მოზარდს პირად, ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამოუკიდებელ გადაწყვეტილებათა მიღების უნარ-ჩვევები.

*მოსწავლის შესძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება და რეალიზება.

*აღიზარდოს კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის ამოცანაა:
     
      *შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი თვისებებისა თუ მიდრეკილებების გამოსავლენად და გასავითარებლად.
      *შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობები იმისათვის,რომ მან სწორად აირჩიოს თავისი მომავალი განვითარების გზა.

III.  სტანდარტები   
                            
1. საგანმანათლებლო პროგრამები

1.1 სასკოლო სასწავლო გეგმა გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას

აღწერა:    
       ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით, შემუშავებულია სასკოლო სასწავლო გეგმა, რომელიც გამომდინარეობს მისიიდან და მოიცავს:
1 . სასკოლო საათობრივი ბადე;
2. სახელმძღვანელოების ჩამონათვალი;
3. ინკლუზიური განათლება;
4. შეფასების პრინციპები;
5. სადამრიგებლო პროგრამები;
6. ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება.
  იგი მოიცავს მოსწავლეთა დატვირთვის აუცილებელ ოდენობას, ცოდნის განვითარების ზოგად ხერხებს, საგნებს და პრიორიტეტებს სასკოლო განათლების პირველ საფეხურზე.
        

დასტურდება:
1.2011-2012 საწავლო წლის საკოლო სასწავლო გეგმა
2.2011–2012სასწავლო წლის სამუშაო გეგმა
3.პედსაბჭოს ოქმი#1
1.2 სასკოლო სასწავლო გეგმა პასუხობს შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთა მოთხოვნებს და საშუალებას აძლევს მათ, შეიძინონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ცოდნა, უნარები და ღირებულებები

აღწერა:
    სასკოლო სასწავლო გეგმა საშუალებას აძლევს მოსწავლეს:
1. ჩამოუყალიბოს მოსწავლეს საფუძვლები შემდგომ საფეხურზე ეფექტიურად სწავლებისთვის.
2. აძლევს საშუალებას საკუთარი ინტელექტუალური,ფიზიკური და სულიერი თვისებების და მიდრეკილებების განსავითარებლად.
3. აძლევს საჭირო ინფორმაციის ოდენობასა და შესაბამის უნარ-ჩვევებს თითოეული საფეხურის დამთავრებისას.

დასტურდება:
    V-VI კლასებში საფეხურზე ოფიციალური სტატუსის მქონე შემდეგი ნიშნებით:
1 . მიმდინარე და შემაჯამებელი ნიშანი;
2. საგნის სემესტრული და წლიური ნიშანი;
3. საფეხურის საერთო ნიშანი.
    I-IV კლასებში მიმდინარე განმავითარებელი შეფასება და სემესტრული კომენტარები, რომელიც დაახასიათებს მოსწავლეს,აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს,რა სჭირდება საკუთარი შესაძლებლობის უკეთ გამოსავლენად.

1.3 სასკოლო სასწავლო გეგმა მოსწავლეს უზრუნველყოფს სწავლისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობით. სკოლას აქვს სპეციალური პროგრამა განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის


1.4 სკოლაში არსებული მოსწავლეთა შეფასების სისტემა შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას. შეფასების კრიტერიუმები გამჭვირვალეა, ცნობილია სასკოლო საზოგადოებისათვის და შედეგები გამოიყენება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად

აღწერა:
    მოსწავლის აკადემიური მოსწრების შეფასება არის ხშირი და მრავალმხრივი, რათა ხელი შეუწყოს მათ მრავალმხრივ განვითარებას, როგორც ამას მოითხოვს ეროვნული სასწავლო გეგმა. შეფასების კრიტერიუმები გამჭვირვალეა და ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოებისთვის. მასწავლებლები აფასებენ მოსწავლეების პროგრესს და რეგულარულად უზიარებენ კომენტარებს.წარჩინებული მოსწავლეები ჯილდოვდებიან სიგელებით.
დასტურდება:
სასკოლო ჟურნალი;
ცალკეულ საგნებში მასწავლებლის მიერ წარმოებული განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება;
ტესტირებებისა და გამოცდების შედეგები;
წარჩინებულ მოსწალეთა რეესტრი.
სემესტრული შედეგების ანალიზით.
პედ.საბჭოს სხდომის ოქმი #2

1.5 შემუშავებულია მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ მშობლის ინფორმირების წესი და მშობელი უზრუნველყოფილია სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობით

აღწერა:
სადამრიგებლო პროგრამის თანახმად,დამრიგებელი სემესტრის განმავლობაში პერიოდულად აცნობს მშობელს მოსწავლის შესახებ ინფორმაციას. საჭიროების შემთხვევაში ხდება მშობლის სკოლაში გამოძახება. მშობლის ინფორმირება ხდება სხვა მშობლის თანდასწრების გარეშე.მშობელს შესაძლებლობა აქვს მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია ნებისმიერ დონეზე  (მასწავლებელი,დირექცია). მშობელს/მშობლებს უფლება აქვთ დირექციის წინაშე დააყენონ პედაგოგის გამოცვლის საკითხი.
დასტურდება:
1.სადამრიგებლო პროგრამა;
2.დამრიგებლის ჟურნალი;
3.შინაგანაწესი;
4.ვებ.გვერდი.
1.6 შემუშავებულია სასკოლო სასწავლო გეგმის შეფასებისა და შემდგომი გაუმჯობესების მექანიზმი  


სასკოლო სასწავლო გეგმის ეფექტურობის განმსაზღვრელია მოსწავლეთა სემესტრული და სწლიური აკადემიური მაჩვენებელი. მასწავლებლის,მოსწავლისა და მშობლისათვის შემუშავებულია კითხვარები, რომელიც გვეხმარება გავერკვეთ სასწავლო გეგმის ეფექტურობაში და საჭიროების შემთხვევაში,მის გასაუმჯობესებლად შევიტანოთ ცვლილებები.
დასტურდება:
მოსწვლეთა აკადემიური მაჩვენებლები;
კითხვარები მოსწავლეთა,მასწავლებელთა და მშობლებთათვის;


1. მატერიალური რესურსი                                          


2.1 დაწესებულებას აქვს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო პროცესის შესაბამისი მატერიალური რესურსი, მათ შორის:
ა) ერთ მისამართზე არსებული საერთო ფართი.

აღწერა:ა(ა)იპ სასწავლო აღმზრდელობით და ზოგადსაგანმანათლებლო სამეცნიერო ცენტრ“ეტალონს“ გააჩნია იჯარის ხელშეკრულებით აღებული კაპიტალური ორსართულიანი შენობა, ნაკვეთის საერთო ფართობით 898.00კვ./მ
დაწესებულების საერთო ფართის ოდენობა მისამართების მიხედვით:
 
№    მისამართი    კვ.მ.       
1    ქ.ზუგდიდი.ლევან IIდადიანის ქ.#23    563კვ/მ       
               
               
               
            

დასტურდება:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
იჯარის ხელშეკრულება
საკადასტრო ნახაზი

ბ) საკლასო ოთახები, აღჭურვილი სათანადო ინვენტარით, კერძოდ: ინდივიდუალური მერხებით, სასკოლო დაფებითა და სხვა აუცილებელი მატერიალური საშუალებებით

აღწერა:
    სკოლა აღჭურვილია საჭირო სათანადო ინვენტარით. მოსწავლის ინდივიდუალური მერხები, მარკერისა და ხის დაფები, სკამები, კარადები, საკონფერენციო მაგიდა, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი.

დასტურდება:
სასაქონლო ზედნადები;
შესყიდვის აქტები;
ჩუქების ხელშეკრულება.

გ) სპორტული დარბაზი, აუზი ან მოედანი.

აღწერა:
სკოლას გააჩნის პატარა დარბაზი. ასევე სკოლას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის „სპორტულ დარბაზთან“ (გაკვეთილების, შეჯიბრებებისა  და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისათვის).
დასტურდება:
ხელშეკრულებით.
შენობის საკადასტრო რუკით


დ) სათანადოდ აღჭურვილი ლაბორატორია/ლაბორატორიები

აღწერა:
სკოლას გააჩნია საბუნებისმეტყველო მეცნიერების მცირე ლაბორატორია.
დასტურდება:
ჩუქების ხელშეკრულება.


2.2  სკოლაში არის საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი გარემო: ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა, სველი წერტილები, ბუნებრივი განათების შესაძლებლობა და გათბობის საშუალებები

აღწერა:
სკოლა უზრუნველყოფილია ელ.ენერგიის უწყვეტი მიწოდებით.დაცულია ბუნებრივი განათების პირობა,მოწესრიგებულია სველი წერტილები(ქალებისა და ვაჟებისათვის ცალ-ცალკე).ზამთარში ოთახების Gგათბობა ხდება ცენტრალური გათბობის და ელ.ღუმელების საშუალებით.
დასტურდება:
სასკოლო ფართის ამსახველი პროექტი;
ელ.ღუმელების შესყიდვის აქტები;



2.3 სკოლაში არის სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი ბიბლიოთეკა სათანადო  რაოდენობის  წიგნადი ფონდით, პერიოდიკითა და სხვა დამხმარე მასალით

აღწერა:
სკოლას აქვს სასკოლო სასწავლო გეგმისა და საგნობრივი პროგრამების შესაბამისი წიგნადი ფონდი.ფონდი შინაარსობრივად მრავალფეროვანია და მოიცავს: პროზას, პოეზიას, მეცნიერებას, ინგლისური და რუსული ენების დამხმარე ლიტერატურას, სასკოლო სახელმძღვანელოებს I-VI კლასებისთვის. სკოლისათვის ხელმისაწვდომია ყველა ქართული და უცხოური ლიტერატურა, რომელიც ცენტრალური ბიბლიოთეკის განკარგულებაშია.
დასტურდება:
მიღება–ჩაბარების აქტი;
ჩუქების ხელშეკრულება;
ბიბლიოთეკის კატალოგი;
ხელშეკრულება ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან.

2.4 სკოლას აქვს ადაპტირებული გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის

აღწერა:
სკოლაში სსსმ მოსწავლის ადაპტაციის მიზნით არის პანდუსები.საპირფარეშო ადაპტირებულია სსსმ მოსწავლეებისათვის.
დასტურდება:
ადგილზე დათვალიერებით.

2.5 სკოლას აქვს სასკოლო სასწავლო გეგმით დასახული მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მათ შორის, ინტერნეტით მუდმივად უზრუნველყოფილი ერთი კომპიუტერი (სპეციფიკაციები) არა უმეტეს 20 მოსწავლეზე. ვებგვერდი ასრულებს საკომუნიკაციო და საინფორმაციო ფუნქციას




აღწერა:
ქსელში ჩართული 4 კომპიუტერი,მუდმივი ინტერნეტ–კავშირი,აქვს ხაზის ტელეფონი,საკომუნიკაციო და საინფორმაციო ფუნქციის მქონე ვებ.გვერდი.

დასტურდება:
სასაქონლო ზედნადები;
ჩუქების ხელშეკრულება;
ინტერნეტ პროვაიდერთან დადებული ხელშეკრულება.

2.6 სკოლაში დაცულია პერსონალისა და მოსწავლეთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა,  რისთვისაც არსებობს:
ა)ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;
ბ) თვალსაჩინო ადგილას გამოკრული ევაკუაციის გეგმა;
გ) სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმები;
დ) წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები.
ე) კერძო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის – უსაფრთხოების კამერები, რომლებიც უზრუნველყოფენ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლს და რომელიც შეესაბამება „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით განსაზღვრულ ვიდეომეთვალყურეობის სისტემებსა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესებს.

აღწერა:
სკოლაში არსებობს  ცეცხლმაქრი, თვალსაჩინოდ გამოკრული საევაკუაციო გეგმა. სკოლას აქვს მუდმივად განახლებადი პატარა აფთიაქი, ჰყავს ექთანი.ხელშეკრულებით ჰყავს დარაჯი. აქვს დამონტაჟებული, სტანდარტის შესაბამისი უსაფრთხოების კამერები.
დასტურდება:
კედელზე გამოკრული საევაკუაციო გეგმა;
მორიგეობის გრაფიკი;
პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის გამოყოფილი კუთხით;
ნასყიდობის ქვითრებით;
ჩუქების ხელშეკრულებით.

2.7 სკოლას შემუშავებული აქვს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი წესდება, შინაგანაწესი ან გადაწყვეტილებების მიღების, საქმიანობის დაგეგმვისა და წარმართვის პროცედურათა ამსახველი სხვა დოკუმენტები

აღწერა:
სკოლას აქვს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი წესდება,დებულება,სკოლის შინაგანაწესი,შეთანხმებული პედაგოგიურ საბჭოსთან,დამტკიცებული დირექტორის მიერ.ასევე აქვს სტრატეგიული გეგმა.სკოლას აქვს ხელშეკრულებები თანამშრომლებთან.გამოიცემა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები.
დასტურდება:
სტრატეგიული გეგმა;
ყოველწლიური გეგმა;
წესდება;
შინაგანაწესი/დებულება.
დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამარტლებრივი აქტებით.

2.8 შემუშავებულია სკოლის განვითარების გრძელვადიანი (ექვსწლიანი) და ერთწლიანი სამოქმედო გეგმები, გამომდინარე დაწესებულების მისიიდან, რაც ასევე ითვალისწინებს მატერიალური რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და გაუმჯობესების მექანიზმებს

აღწერა:
სკოლაში შემუშავებულია სკოლის განვითარების გრძელვადიანი და ერთწლიანი სამოქმედო გეგმები. შემუშავებულია სტრატეგიული მიზნები, ამოცანები და სამოქმედო გეგმა, რაც ემსახურება სკოლის პრიორიტეტის ეფექტური საგანმანათლებლო გარემოს შექმნას საჭირო რესურსების გამოყენებით. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ხდება გრძელვადიანი გეგმის გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანა.

დასტურდება:
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა;
ექვსწლიანი სტრატეგიული გეგმა

2.9 დაწესებულებაში მიმდინარეობს გამოცემული აქტებისა და კორესპონდენციის აღრიცხვა

აღწერა:
სკოლაში სიტემატურად მიმდინარეობს გამოცემული აქტებისა და კორესპონდაციების აღრიცხვა სათანადო ჟურნალებში.
დასტურდება:
შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვის ჟურნალი;
ბრძანების წიგნი.

3. ადამიანური რესურსი

3.1 სკოლას ჰყავს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო პროცესის შესაბამისი ადამიანური რესურსი

აღწერა:
სკოლის ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებულია 61 მოსწავლე. 14 მასწავლებელი. 3 ადმინისტრაციის წევრი და 3 ტექ.პერსონალი. ყველას გააჩნია პირადი საქმე. სკოლა დაკომპლექტებულია პედაგოგებით მოქმედი სამართლებრივი აქტების მოთხოვნების შესაბამისად. ყველა მათგანს აქვს პედაგოიგიური განათლება და სათანადო გამოცდილება.
დასტურდება:
ელექტრონული ბაზით.
მასწავლებელთა პირადი საქმეებით.
სკოლაში გამოცემული სამართლებრივი აქტებით.
3.2 სკოლის მასწავლებლები შერჩეულნი არიან ,,ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონისა და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად

აღწერა:
სკოლას ჰყავს 14 მასწავლებელი, მათ შორის 13 მაგისტრი, 1 ბაკალავრი.
დასტურდება:
მასწავლებელთა პირადი საქმეებით .

3.3 სკოლაში შემუშავებულია თანამშრომელთა შერჩევის, მიღებისა და გათავისუფლების წესები, ასევე წახალისებისა და სანქციების გამჭვირვალე სისტემა

აღწერა:
თანამშრომელთა მიღება ხდება ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და შინაგანაწესის საფუძველზე. შინაგანაწესის მიხედვით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ. დადებული ხელშეკრულება განსაზღვრავს სტანდარტულ პირობებს.

დასტურდება:
შინაგანაწესი;
შრომითი ხელშეკრულება;
განცხადება;
ბრძანება.



3.4 მასწავლებლებთან, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ პერსონალსა და სკოლის სხვა თანამშრომლებთან გაფორმებულია  ხელშეკრულებები

აღწერა:
სკოლას დადებული აქვს ხელშეკრულებები ადმინისტრაციულ, ტექნიკურ პერსონალსა და სკოლის პედაგოგებთან.

დასტურდება:
პედაგოგებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება.
ადმინისტრაციის წევრებთან გაფორმებული ხელშეკრულება.
ტექ.პერსონალთან გაფორმებული ხელშეკრულება.




3.5 სკოლას შემუშავებული აქვს ადამიანური რესურსის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები

აღწერა:
მასწავლებლები ჩართულები არიან პროფესიული განვითარების ღონისძიებებში, რომელთა შინაარსი საჭიროების მიხედვით დგინდება.პროფესიული განვითარების ღონისძიებები მასწავლებლებს პტრაქტიკული უნარ-ჩვევებით უზრუნველყოფს და სწავლების მეთოდოლოგიის შეფასების საშუალებას იძლევა. სწავლა-სწავლების დონის ასამაღლებლად, პედაგოგები უზიარებენ ერთამანეთს გამოცდილებას და სუფევს თანამშრომლობითი გარემო. სკოლის ბიბლიოთეკაში არსებობს საჭირო ლიტერატურა პროფესიული განვითარებისათვის.
დასტურდება:    
მასწავლებელთა ჩართულობა სხვადასხვა სახის ტრენინგებში(შესაბამისი სერთიფიკატები);



3.6 სკოლაში არის დაცულობის, კეთილგანწყობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის ატმოსფერო, რაც ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის შესაძლებლობათა მაქსიმუმის გამოვლენას, პასუხისმგებლობის გადანაწილებას

აღწერა:
სკოლაში პასუხისმგებლობა თანაბრად არის გადანაწილებული.კოლექტივი კეთილგანწყობილია ერთმანეთის მიმართ, ურთიერთთანამშრომლობენ. სკოლაში შექმნილია  კათედრა. შემუშავებულია წახალისების სისტემა, რაც ხელს უწყობს მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლებას.
დასტურდება:
შინაგანაწესი;
მასწავლებლის ეთიკის კოდექსი;
დირექტორის ეთიკის კოდექსი;
მოსწავლის ქცევის კოდექსი;
კათედრის ჟურნალი.




IV. საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ქ.ზუგდიდი. ლევან II დადიანის ქ. №23.                                        2100
დაწესებულების მისამართი, სოფელი/დაბა/რაიონი/ქალაქი, ქვეყანა                            საფოსტო ინდექსი


ტელეფონი 577–62–92–22        577–62– 92– 24                                                                                                                       ფაქსი
                                                        
ელ-ფოსტა : Этот адрес электронной почты защищен от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.
                                                        
ვებგვერდი:  nike.edu.ge
                                    
დაწესებულების ხელმძღვანელის სახელი და გვარი
თამარ ქარჩავა



ტელეფონი:  592–892– 552                                                                                                         ელ-ფოსტა
                                                        
----------------------------------------------------------------------------------------------------------


                                                        
V. თანდართული დოკუმენტაცია

................................................................................................................................................................................
................................................................................................................................................................................
................................................................................................................................................................................
................................................................................................................................................................................
................................................................................................................................................................................
................................................................................................................................................................................
................................................................................................................................................................................
................................................................................................................................................................................


............................                 .....................                    
(შევსების ადგილი)                                                     თარიღი